აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო, რომელმაც მანამდე მშრალი შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ სასამართლომ მისი „ბოლო სიტყვა“ გადადო.
ქერის თქმით, 20 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. ამ ხნის განმავლობაში ის არაერთხელ დაკითხეს, სამარტოო საკანში იმყოფებოდა და დაძალებით „ფსიქიატრიულ ექსპერტიზებს“ უტარებდნენ.
„მისი სასამართლო პროცესი და პატიმრობაში ყოფნა რუსეთის მიერ საერთაშორისო სტანდარტების უპატივცემულობაზე და იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი მინსკის შეთანხმებების დაცვას არ აპირებს“, – განაცხადა ქერიმ. ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები