ე.წ. სამხრეთ ოსეთში პარლამენტის ყოფილი სპიკერი გარდაიცვალა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ყოფილი დეპუტატი ზნაურ გასიევი 91 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით ბოლო რამდენიმე წელია გასიევი პოლიტიკას აქტიურად აღარ მისდევდა. ის მძიმედ იყო ავად. გასულ წელს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზნაურ გასიევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა „უაცამონგაეს“ ორდენით დააჯილდოვა.