ევროკავშირმა და თურქეთმა მიგრანტების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიგრანტების კრიზისის მოგვარების საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს. გეგმა ანკარის მიერ იყო შემოთავაზებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ევროკავშირის წარმომადგენელთა თქმით, ზოგიერთ ქვეყანას თურქეთის გეგმა მოეწონა, მაგრამ ამ მცირე ვადაში ისინი მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არიან. მოლაპარაკება გაგრძელდება.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარა მზად არის, თურქეთში დააბრუნოს ყველა ლტოლვილი და მიგრანტი, ვინც ევროპაში წავიდა, მაგრამ იქ თავშესაფარი ვერ მიიღო, ამის სანაცვლოდ თურქეთს ევროკავშირისგან დამატებითი ფულის მიღება, ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები