მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ბლუმბერგი საიტ Bloomberg View -ში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.
მილიარდერი წერს, რომ საარჩევნო სიაში მისმა ყოფნამ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით შეიძლება „რესპუბლიკელების“ საარჩევნო კამპანია გაამარტივოს, რასაც დონალდ ტრამპის ან ტედ კრუზის გამარჯვება მოყვეს. „დღეს, როდესაც „რესპუბლიკელებს“ პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა აქვთ, არჩევნებში ჩემს მონაწილეობას შეიძლება დონალდ ტრამპის ან სენატორ ტედ კრუზის გამარჯვება მოჰყვეს. მე ამ რისკზე ვერ წავალ“, – აცხადებს ბლუმბერგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები