აშშ-მა სომალიში „ალ შაბაბის“ 150 მებრძოლი გაანადგურა

აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებულმა იერიშმა სომალიში დაჯგუფება „ალ შაბაბის“ 150 მებრძოლი იმსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების სპიკერის განცხადებით, დარტყმა მებრძოლთა საწვრთნელ ბანაკზე განხორციელდა, სადაც ფართო მასშტაბიანი თავდასხმა იგეგმებოდა. მისივე თქმით, ტერორისტები აშშ-ისა და აფრიკის კავშირის შეიარაღებულ ძალებს უქმნიდნენ საფრთხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები