დავით უსუფაშვილი: ყველას განვუმარტავ, ზვიად კვაჭანტირაძესაც და ყველას…

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან „რესპუბლიკელების“ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ორივე მხარეს შორის შედგეს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ არა მხოლოდ აქედან და ოქტომბრამდე, არამედ ოქტომბრის შემდეგაც – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ცნება ორპარტიული თუ ვინმემ გაიგო ისე, რომ აქ ლაპარაკია ორ პარტიაზე და მორჩა, ეს ასე არ არის, არც ყოფილა არც თავიდან ეტაპზე და არც ახლა.
„იმის გასარკვევად, ჩვენი სურვილი შეესაბამება თუ არა ჩვენს შესაძლებლობებს, საჭიროა პროცესი, რომელიც შესაძლოა დასრულდეს სტრატეგიული შეთანხმებით პარტიებს შორის თანამშრომლობაზე. ყველას განვუმარტავ, ზვიად კვაჭანტირაძესაც და ყველას, თუ ვინმემ ეს ვერ გაიგო და ვერ გაერკვა ამ საკითხში, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა და სტრატეგიული შეთანხმება ეს არის ერთი სიბრტყე, ერთი ტიპის მოვლენა და საარჩევნო ბლოკი, კოალიციური შეთანხმება, რომელშიც არის სხვა სუბიექტები, პარტიები, დამოკიდებულებები. ამაზე უკეთ ამ საკითხს ვერ განვმარტავ. ცნება ორპარტიული თუ ვინმემ გაიგო ისე, რომ აქ ლაპარაკია ორ პარტიაზე და მორჩა, ეს ასე არ არის, არც ყოფილა არც თავიდან ეტაპზე და არც ახლა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან უსუფაშვილის განცხადებით, ყველა პარტია, ვისაც სურს მომავალში წარმოიდგინოს თავი კოალიციურ კონფიგურაციაში, რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერს უნდა ესაუბროს.
„ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიახ, ყველა პარტია, ვისაც სურს მომავალში წარმოიდგინოს თავი კოალიციურ კონფიგურაციაში, რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერს უნდა ესაუბროს. ოთხი წლის წინ, კოალიცია რომ იქმნებოდა, ვისთან იყო საუბრები, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ პროცესს უძღვებოდა. ახლა კოალიციის ლიდერია გიორგი კვირიკაშვილი. ამ საქმეს იგი უძღვება და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შეხვედრები სხვა პარტიებთანაც, სხვა სუბიექტებთანაც, სხვა ადამიანებთანაც და ამ ყველაფერზე ჩამოყალიბდება ყველა ერთად. ამიტომ, ზედმეტი ნერვიულობა თუ აღშფოთება თუ შეშფოთება ამ საკითხს ნუ ახლავს და სხვა თემებით ამ თემის გადაფარვა თუ გადმოფარვაც არ არის სწორი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები