ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნაღმზე ორი ადამიანი აფეთქდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მურთაზ ვალიევმა განაცხადა, ამჟამად შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა დგინდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.