მამაკაცმა 11 წლის ბავშვი გაუპატიურების მიზნით გაიტაცა – “კაი ძია უნდა განახო შარვალშიო”
ბოლო რამდენიმე ხნის მანძილზე არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ძალადობის მცდელობის არაერთი ფაქტი გახმაურდა გაზეთი „პრაიმტაიმიც“ სწორედ ასეთ შემთხვევაზე აქვეყნებს სტატიას.
ჟურნალისტი მცირეწლოვან გოგონაზე წერს, რომელიც საკუთარი დედის მსხვერპლი გახდა. დედა შვილის შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა. გარდა იმისა, რომ მას შუქნიშანთან შუაღამემდე ხელსახოცების გაიყიდვას აიძულებდა, მშობლის დაუდევრობის გამო ის ერთხელ კინაღამ პედოფილის მსხვერპლის გახდა.
” ბავშვმა ისეთი ტრაგედია გადაიტანა ამ ქალბატონის დაუდევრობის გამო, რომ ნამდვილად მეცოდება. მას ხშირად უშვებდა გზაზე მარტო სავაჭროდ. იცით, ახლა ისეთი მოძრაობა ვინმეს რომ გაეტანა 11 წლის ბავშვი მანქანით, ვის დაბრალდებოდა? ეს გოგონა მაინც უბედურებაში გაეხვია. ვიღაც პედოფილმა შუა გზაზე მყოფი ბავშვი მანქანაში ჩაისვა, გაიტანა და სექსუალურ ძალადობასაც ცდილობდა.საბედნიეროდ, თავის დაღწევა მოუხერხებია. ასე რომ, ამ ბავშვის წინაშე ყველა დამნაშავეა, ის მოძალადეც, დედაც და მთავრობაც”,- განაცხადა ოჯახის მეზობელმა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ შსს-მ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ მომხდარის განხილვა საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას დასრულდა. შედეგად მოძალადეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება 11 წლის გოგონას, სოციალურმა სამსახურმა ის სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა.
წყარო: Prime Time