მაგდა პაპიძის ტატუების მნიშვნელობა გაშიფრეს – რას აცხადებს ბრალდებულის და
ეჭვი გვაქვს, რომ ომარი თამაშობდა, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. ლანა პაპიძე დარწმუნებულია,რომ ომარ ქაფიაშვილი თავის დას არ მოუკლავს.
“ეჭვი გვაქვს, რომ ომარი თამაშობდა. მაგდა გაგიჟებული იყო,სად მიგაქვს ამდენი ოქროო. ჩემი დის 3,700 დოლარის ოქრო (საიდანაც ნახევარზე მეტი ჩემია), დიდუბეში, “რიკო კრედიტში“ დევს ომარის სახელზე. ომარს “ჯაბა-კრედიტშიც“ აქვს აღებული სესხი და პროკურატურა ხომ უნდა დაინტერესდეს ამხელა ვალით? მაგდას როცა შაქარი უწევდა, ძალას კარგავდა,საათობით ეძინა და ბავშვიც ვერ აჰყავდა ხელში. შაქარი 400-ზე ჰქონდა და ამ მდგომარეობაში ორმეტრიანი სპეცრაზმელი მოკლა? კაცს გულის ფიცარი, ფილტვები და მუხლები აქვს დაზიანებული. დედა ისე გვზრდიდა,ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და ლილი ჩემზე ამბობს, დედას სცემდაო! ერთი კვირით ადრე ომარმა ლილის წაასწრო სიგარეტზე და ისე სცემა, სისხლი ანთხევინა. უბანი ფეხზე იდგა.
„ლუკოილის“ სადგურზე, სადაც მაგდა მუშაობდა, ოთოც (მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი) მიდოდა ხოლმე. შეიძლება მოსწონდა მაგდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდათ. მეგობარი მამაკაცი რომ ჰყოლოდა, ჩემს სიძეს, რომელიც ყოველ წუთს ცოლს ურეკავდა, უბანში იარაღითა და “ლიმონკებით“ დარბოდა, ეს გამოეპარებოდა?
პროკურატურის გამოქვეყნებული ჩვენებები ჩემი არ არის. ჩვენ სხვას ვეუბნებოდით, ისინი სხვას წერდნენ. პროკურორმა მკითხა, რატომ აქვს შენს დას ტატუებიო, რატომ დავუშლიდი, როცა მე თვითონ მაქვს? გაშიფრეს, მაგდას ტატუების მნიშვნელობა – “იყავ კურთხეული“ და “პარმონია“, რა პრობლემაა?,-აცხადებს ლანა პაპიძე.