ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის აგროფირმა პროექტის განხორციელებას აპირებს
რუსული აგროფირმა „ბელაია დაჩა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რამდენიმე პროექტის განხორციელებას აპირებს. კერძოდ, საუბარია სალათის ფოთლების მოყვანაზე. ფირმის ხელმძღვანელს ვიქტორ სემიონოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება. სემიონოვის თქმით, რუსული კომპანია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, მაგრამ თავდაპირველად საუბარია სალათის ფოთლების მოყვანაზე. ლეონიდ თიბილოვმა პროექტს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მისი რეალიზება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.