ვლადიმერ პუტინმა იმ ბანკში, რომელსაც ამერიკამ სანქცია დაუწესა ანგარიში გახსნა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანგარიში ბანკ “რასიაში” გახსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პუტინის პრესმდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
პესკოვის განცხადებით, მომავალი თვიდან პირველი პირის ხელფასი სწორედ ამ ბანკში ჩაირიცხება.
ბანკი „რასია“ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციათა ჩამონათვალში მოხვდა. ვლადიმერ პუტინმა 21 მარტს განაცხადა, რომ ის სწორედ ბანკ “რასიაში” აპირებს ანგარიშის გახსნას, მანვე ცენტრალურ ბანკს ბანკ “რასიას” მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამერიკის ხელისუფლებამ რუს ჩინოვნიკებთან ერთად სანქცია ხსენებულ ბანკს გასულ კვირას დაუწესა.