ბაბუშერის აეროპორტიდან გადმოსვენებული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტი მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის აეროპორტიდან გადმოსვენებული ათი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი იმყოფება. მებრძოლების იდენტიფიცირება ცოტა ხნის წინ მოხდა. მათ ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ. მებრძოლებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები