მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში იპოვეს
მალაიზიის ავიალაინერ MH370 მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ორ კვირაზე მეტხანს ეძებდნენ. თვითმფრინავი სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა.
სატელიტებიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ავიალაინერი რამდენიმე ნაწილად დაიშალა და ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა.
როგორც მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ რაზაკმა განაცხადა, ინფორმაცია რომელიც სატელიტებიდან მიღებული ფოტოების ანალიზის შედეგად მიიღეს ოფიციალურია.
მალაიზიის ავიალაინერი MH370 8 მარტს, გამთენიას, კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ახორციელებდა ფრენას, ბორტზე იმ დროს 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
ნამსხვრევების ამოღებას ავსტრალიელი და ჩინელი მაშველები ხვალ დილიდან შეუდგებიან.