უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია

ცნობილი ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის, ბობი კრისტინა ბრაუნის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული თრობის დროს წყალში შესვლა გახდა. ამის შესახებ შტატ ჯორჯიას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების დასკვნაში წერია.
დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე ბრაუნი ალკოჰოლს, მარიხუანას და ფსიქოტროპულ პრეპარატებს იყენებდა. უიტნი ჰიუსტონის შვილი გასული წლის 26 ივლისს გარდაიცვალა. ის უგონო მდოგომარეობაში აბაზანაში იპოვეს. ბობი კრისტინა ბრაუნი საავადმყოფოში მოათავსეს და ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს, მაგრამ კომიდან გამოსვლა მან ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები