გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფარი მილიონ 250 ათასმა ადამიანმა მოითხოვა

იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვეს, 1 მილიონ 250 ათასს გადასცილდა. ეს 2014 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. იმ ადამიანთა შორის, ვინც თავშესაფარს ითხოვს, ყველაზე მეტი სირიის, ერაყის და ავღანეთის მოქალაქეა.
„ევროსტატის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა გერმანიაში ჩასვლას ცდილობს. ამჟამად ათასობით ახალი მიგრანტი საბერძნეთში თურქეთიდან ჩადის. თუმცა საბერძნეთიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ისინი გადასვლას ვეღარ ახერხებენ, ვინაიდან ბევრმა ქვეყანამ საზღვარი ჩაკეტა. ორი დღის წინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა მიგრანტებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემების გამო ტოვებენ, ევროპაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით. ეს ადამიანები ტყუილად ხარჯავენ ფულს და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები