რუსებმა უკრაინული სადესანტო გემის შტურმი დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინის სადესანტო ხომალდ “კონსტანტინ ოლშანსკიზე” შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” გემის კაპიტან დიმიტრი კოვალენკოზე დაყრდნობით წერს.
“ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით კი, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნაული ხომალდის ეკიპაჟი რუსეთის მხარეს გადავიდა, მაგრამ ხომალდი უკრაინას ეკუთვნის.
ბორტზე 21 ადამიანი დარჩა, რომლებიც იქ ბოლომდე დარჩენას აპირებენ. გუშინ გემთან კატერებით მიდიოდნენ რუსეთის საზღვაო ქვეითები, რომლებიც გემზე მყოფებს დანებებისკენ მოუწოდებდნენ.