გიორგი კვირიკაშვილი: მცირე ბიზნესი სწორედ ის ძალაა, რომელიც დასაქმების ყველაზე მეტი მაჩვენებლით ხასიათდება

მსხვილი ბიზნესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს და შეხვედრები უნდა გამდიდრდეს საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას “ექსპო ჯორჯიაში” განაცხადა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესი სწორედ ის ძალაა, რომელიც დასაქმების ყველაზე მეტი მაჩვენებლით ხასიათდება.
“მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მსხვილ ბიზნესთან. ის უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე, ძირითადად, ცნობადი სახეები ფიგურირებენ, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს და შეხვედრები უნდა გამდიდრდეს საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებით. მცირე ბიზნესი სწორედ ის ძალაა, რომელიც ყველაზე მეტი დინამიკის და დასაქმების ყველაზე მეტი მაჩვენებლით ხასიათდება და ეს ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელი პრობლემების გადაჭრას მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია.
“დღეს აქ მოვედით, რათა ღიად, აბსოლუტურად გულწრფელად ვისაუბროთ იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს მცირე და საშუალო სექტორისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები