ე.წ. სამხრეთ ოსეთში, „საზღვრისპირა“ სოფლებში მიწის დასამუშავებლად სპეციალური საბუთია საჭირო
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასაწყებად ე.წ. სამხრეთ ოსეთში, „საზღვრისპირა“ სოფლების მოსახლეობას სპეციალური საბუთის აღება მოუწევს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ე.წ. სასაზღვრო სამსახურში განუცხადეს, მიწის ნაკვეთების დამუშავების დასაწყებად ადგილობრივმა მოსახლეობამ სპეციალური საბუთი უნდა მიიღოს.
ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი მკვიდრის საპასპორტო მონაცემები და იმ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებასაც ესა თუ ის პირი აპირებს.
„თუ მესაზღვრეს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ კითხვები გაუჩნდა, მას შეუძლია მიწის დამმუშავებელს შეკითხვები დაუსვას, ხოლო ამ პირმა მესაზღვრეს შესაბამისი საბუთი წარუდგინოს“, – ნათქვამია განცხადებაში.