ხაჯიმბას პრესსამსახური რეფერენდუმის ჩატარების მცდელობას „საეჭვო აქციას“ უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრესსამსახური ოპოზიციის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ „საეჭვო აქციას“ უწოდებს.
შეაგახსენებთ, რომ ოპოზიცია ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვს და რეფერენდუმის ჩასატარებლად 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს.
ხაჯიმბას პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დროს მძიმე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა.
„ცხოვრების ხარისხსა და მის დონეზე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში არსებულმა კრიზისმა და გასული წლების ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობამ იმოქმედა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად ოპოზიცია „პოლიტიზებულ აქციებს გეგმავს, რომელიც აფხაზეთში მდგომარეობის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები