გორში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არსებული შესაძლებლობიების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კომპანიის – შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ თანამშრომლების მიერ.
შეხვედრის დროს შესაძლო სამუშაო ადგილების საკითხი განიხილეს, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება, რადგან პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
აღნიშნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, აუცილებელია მუდმივ რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი, მათი ინფორმირება და ჩართულობა. ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი პროექტია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელ. ენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. სამშენებლო ეტაპი მარტში დაიწყება, და დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები