გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც “სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) სახელმძღვანელო დოკუმენტის კონცეფციის“, მისი მიზნებისა და მოსალოდნელი შინაარსის შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო ჯგუფს კოორდინირებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სგშ-ის ადგილობრივ ექსპერტთან ერთად გაუწევს.
შემუშავებულ სგშ-ის სახელმძღვანელო დოკუმენტებში წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული რეკომენდაციები ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“დადგენილი პროცედურების განხორციელებისათვის. მასში ახსნილი იქნება სგშ პროცესში ჩართული ძირითადი სუბიექტების, კერძოდ, გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვის უწყებების, დამგეგმავი ორგანოების, საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების როლი და პასუხისმგებლობები. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE) ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო ქვეყნებში (EaP GREEN)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორია საქართველოში: Georgia’s Environmental Outlook (GEO).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები