რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის პენზის ოლქში სატვირთო ავტომობილის და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. მიკროავტობუსი ულიანოვსკიდან პენზაში მიდიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე საათის განმავლობაში ტრასაზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები