კუბაში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კუბაში „ზიკას“ ციებ-ცხელებით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაავადება 28 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც ვენესუელიდან არის.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ექიმი ქალი ვენესუელიდან კუბაში 21 თებერვალს ჩავიდა. იგი კუბის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დასახლდა. ქალი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას „ზიკას“ ვირუსის სიმპტომები დაუდგინდა. იგი აცხადებს, რომ მანამდე ვირუსით მისი მეუღლე და ცოლისძმა დაავადდნენ. ბოლო თვეებში „ზიკას“ ვირუსი ლათინური ამერიკის ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. ამ დაავადებით ყველაზე მეტი ადამიანი ბრაზილიაშია ინფიცირებული. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიკას“ ვირუსს მძიმე ნევროლოგიური დაავადების გამოწვევა შეუძლია. ის გიენა-ბარეს სინდრომით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები