აზერბაიჯანიდან ირანში 21 პატიმარია ექსტრადირებული

21 ირანელი პატიმარი ირანშია ექსტრადირებული. ეს პირები იქ სასჯელის დარჩენილ ვადას მოიხდიან. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება. „ამჟამად აზერბაიჯანის ციხეებში ირანის 128 მოქალაქე იმყოფება. აქედან 63 პირი საგამოძიებო იზოლატორებშია. ამჟამად ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს აზერბაიჯანის ციხეებში მყოფი სხვა პატიმრების გადაცემის თაობაზე “, – განუცხადეს „აპას“ აზერბაიჯანში ირანის საელჩოში. პატიმრების გადაცემა ასტარის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები