აშშ-ის სპეცრაზმმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი შეიპყრო

ელიტურმა ამერიკულმა სპეცრაზმმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული. დაკავებულის სახელი არ საჯაროვდება, ის უკვე დაიკითხა და ამჟამად ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ერბილის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.
პენტაგონის პრესსამსახური დეტალებს არ აკონკრეტებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ტერორისტის დაკავება ერაყის ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო. ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები