ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან 22 პატიმარს გადაიყვანენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან 22 პატიმარს გადაიყვანენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პატიმრების გადაყვანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა პატიმრების ურთიერთგაცვლის შესახებ „ხელშეკრულებას“ ხელი მოაწერეს. ამჟამად რუსეთის ფედერაციის ციხეებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 400-მდე მკვიდრი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები