თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრს პასუხობს

პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც თინა ხიდაშელმა დეპუტატის მიმართ აღნიშნა, რომ „გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” გინდ ყოფილა, გინდ – არა”.
როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მხოლოდ ერთ კაცს აქვს უფლება მიუთითოს სხვებს დატოვოს პარლამენტი.
,,იურიდიულად, მგონი, არავის არ აქვს უფლება სხვისთვის მანდატის ჩამორთმევის, გარდა მთლიანად პარლამენტისა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება, მიუთითოს ვინმეს, რომ დატოვოს პარლამენტი. ეს ის კაცია, ვინც ისინი გაიყვანა”, – განაცხადა მეჭიაურმა.

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” გინდ ყოფილა, გინდ – არა”.
როგორ ხიდაშელმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, თოფაძე პოლიტიკური წონის თვალსაზრისით არანაირი გადაწყვეტილების მიმღები ძალის მატარებელი არ არის.
“მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არცერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია. ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ხიდაშელმა და კითხვაზე – “ანუ გინდ ყოფილა, გინდ არა?!”, დასძინა: “პოლიტიკური წონის თვალსაზრისიით ნამდვილად ასეა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები