დავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გუშინ გვიან ღამით მოინახულა.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, უკვე შესაძლებელია პეტრიაშვილის დაკითხვა.
“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, კარგია. ის გადაყვანილია ჩვეულებრივ პალატაში და ამჟამად მისი დაკითხვა შესაძლებელია. მზად ვართ, რომ სამართალდამცველებს დავრთოთ ნება დაკითხვაზე. პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ამიტომ დანარჩენი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის”, – განაცხადა იმედაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები