სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ადიგენში, 2016 წლის 29 თებერვალს მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც მუსულმანებისთვის სასაფლაოსათვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხის გამო ერთმანეთს ადგილობრივი ქრისტიანი და მუსულმანი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა.
სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რასაც ვითარების უკიდურესად დაძაბვა მოჰყვა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა ინფორმაციის გავრცელებისთანავე.
სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ თემს არ გააჩნია სასაფლაო და მიცვალებულთა დაკრძალვა მეზობელი სოფლების მუსულმანთა სასაფლაოზე ან საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ.
პრობლემის მოგვარების მიზნით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ მუსულმანებისთვის სასაფლაოს მოსაწყობად წარმოადგინა სოფელ ადიგენში შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია. თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა რეკომენდაციას არ დაეთანხმა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ნაცემია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები