დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს მარტში წარადგენს

საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნების საკითხს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება.
როგორც მინისტრმა განმარტა, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ევროპარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შევიდეს.
“იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ევროპარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შევიდეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროკავშირში აღნიშნულს მარტის თვეში გააკეთებენ და მარტში შევა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მათზეა დამოკიდებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები