პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი დღეს გამოსცა და 155 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეწყალებული 155 მსჯავრდებულიდან 105 სრულად არის შეწყალებული და საპატიმროებს დღეს დატოვებს, რაც შეეხება დანარჩენ 50-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. სრულად შეწყალებული 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ 21-22 თებერვალს სულ 1178 პირის საქმე განიხილა. მისი თქმით, შეწყალების აქტი შეეხო “ბევრ მუხლს”.
“ესენი არიან როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა შეწყალება განზრახ ჩადენილ დანაშაულს არ შეხებია”, – აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები