ადიგენში მუსულმანებისა და ქრისტიანების სასაფლაოს გამყოფი ზოლი გამიჯნავს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. გადაწყდა, რომ ადიგენში მუსულმანების და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება, თუმცა ის ორ ნაწილად გაიყოფა – ერთ ნაწილს მუსულმანები დაიკავებენ, მეორეს კი – ქრისტიანები.
მუსულმანი თემის წარმომადგენლები “ქრონიკასთან” საუბარში აცხადებენ, რომ მათი ტრადიციის თანახმად, სასაფლაოზე ალკოჰოლის შეტანა აკრძალულია, სწორედ ამიტომ სასაფლაოს ორად გაყოფა მათთვის მისაღებია.
“სასაფლაოს შუაში იქნება გამყოფი ზოლი, რომელიც მუსულმანურ სასაფლაოს გამიჯნავს. ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, რელიგიაც გვაძლევს ამის გაკეთების უფლებას”, – განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსულმანები და ქრისტიანები ერთმანეთს 29 თებერვალს დაუპირისპირდნენ. ქრისტიანებმა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსულმანებს სოფელში სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოუყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები