ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. ამისთვის რეფერენდუმის ინიციატორებს 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდებათ.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ აცნობა, რეფერენდუმი იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ 10 ათასი ხელმოწერა ორი თვის განმავლობაში შეგროვდა.
ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი 1999 წელს ჩატარდა. მაშინ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციას.