ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს

   ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის ჩამოყვანას და მის დასჯას ითხოვს. ექსპრეზიდენტის თქმით, ასეთი მასშტაბური დანაშაული სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია მოკლეს და იგი ბუნებრივი აირით არ გარდაცვლილა. საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ და თუ საჭიროა, დასაჯონ კიდეც. ამის შესახებ შევარდნაძე ,,ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. ,,ამას წინათ გიგლა ბარამიძემ სააკაშვილს ,,საერთაშორისო მაწანწალა“ უწოდა. ვწუხვარ, რომ სწორი შეფასებაა. ამ სტატუსით სიარულს ისევ ის ურჩევნია, ჩამოვიდეს და ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხი აგოს!“, – ამბობს ექსპრეზიდენტი შევარდნაძე და მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და ის მოკლეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ასეთი მასშტაბური დანაშაული სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები