ალექსი პეტრიაშვილის პალატაში გადაყვანა ადგილების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ნანა მელიქიშვილის განცხადებით, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაყვანა ადგილების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და მას პალატაში დღეს გადაიყვანენ. “მდგომარეობა სტაბილურია. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. გუშინ პალატაში გადაყვანა ვერ მოხერხდა ადგილების უქომლობის და არა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო. მას პალატაში დღეს გადაიყვანენ”, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები