მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს. თემატური სესია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა, მას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების და გაერო-ს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა ქვეყნისათვის ყველა მნიშვნელოვან პროცესში. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორი აქტიურად არის ჩართული და მონიტორინგს უწევს საქართველოს ევრპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასოცირების შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.
მიხეილ ჯანელიძემ მნიშვნელოვნად დაასახელა სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური თანამონაწილეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გრძელვადიანი სამთავრობო სტრატეგიის შექმნაში, რომლის იმპლემენტაცია, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამონაწილეობით მიმდინარეობს.

მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამოქალაქო სექტორთან რეგულარული დიალოგის ფორმატის შესახებ, რომელშიც პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არის ჩართული.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. მისი განცხადებით, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ნდობის აღდგენის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები