ადვოკატი: მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ შვილი გარდაცვლილი ჰყავს

მაგდა პაპიძეს, რომელსაც პროკურატურა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს, არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ბრელიძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, პაპიძემ მას განუცხადა, რომ დაკავების მომენტში, ბავშვი ცოცხალი იყო.
„ისიც არ სჯერა, რომ ბავშვი გარდაცვლილია. ჩვენ წინა შესვლაზე, როდესაც ვიყავით სანახავად, გქონდა საუბარი, რომ ბავშვი ცოცხალია და მიმალავენო, რადგან პოლიციამ როდესაც წამომიყვანა, ბავშვი დავტოვე, სუნთქავდა, ცოცხალი იყო და შვილს მიმალავენო. ჩვენ იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, რაც ჩვენთვის იოლი არ იყო, რომ დედას უმტკიცო, მისი შვილი გარდაცვლილია“, – განაცხადა პაპიძის ადვოკატმა.
მისივე თქმით, მაგდა პაპიძეს სურს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მისი შვილის მკვლელის ვინაობა დადგინდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები