ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ არის საგანგაშო.
გამოძიებას პეტრიაშვილი ჯერ არ დაუკითხავს. მას სამართალდამცველები თავდასხმის შესახებ კითხვებს უახლოეს დღეებში დაუსვამენ.
“თავისუფალი დემოკრატების” რამდენიმე წარმომადგენელი დღეს შს მინისტრს შეხვდა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა პეტრიაშვილის თანაგუნდელებს განუცხადა, მომხდარის გამოძიება მოხდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები