მურსის 529 მხარდამჭერი სიკვდილით დაისჯება
ეგვიპტის გადამდგარი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის 529 მხარდამჭერს ეგვიპტის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ ისინი პოლიციელების მკვლელობასა და პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულად ცნო. გავრცელებული ინფორმაციით, 529 გასამართლებული “მუსლიმთა საძმოს” წევრია. სასამართლოს წინაშე 150 ბრალდებული წარდგა. დანარჩენები სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, 16 ბრალდებული კი გაამართლა.