მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაეროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა.
შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა.
“უმაღლესმა კომისარმა მიულოცა საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა 2016-2018 წწ ვადით. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ორგანიზაციის დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელებისათვის. გაეროს უმაღლეს კომისართან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე, კმაყოფილებით აღინიშნა ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცება.
ისაუბრეს შესაბამისი საკანონმდებლო თუ უწყებრივ რეფორმებზე, რაც ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა საკითხების გაუმჯობესების პროცესში მისი ოფისის აქტიური ჩართულობისთვის“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები