ბინ ლადენმა „ალ-ქაიდას“ ანდერძით 29 მილიონი დოლარი დაუტოვა

„ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი 29 მილიონი დოლარის ქონებას ფლობდა, რომლის უდიდესი ნაწილი მან „ბოევიკებს“, ტერორისტული საქმიანობის გასაგრძელებლად დაუტოვა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ბინ ლადენის არქივი აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვყნა. ის „ნომერ პირველი ტერორისტის“ განადგურების ოპერაციის დროს აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკულმა სპეცრაზმელებმა ჩაატარეს. ბინ ლადენი პაკისტანის ქალაქ აბოტაბადთან 2011 წლის მაისში მოკლეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მისი ცხედარი საიდუმლოდ ზღვაში დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები