ვიქტორ დოლიძე: შესაძლებელია, გამოძიების დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს

შესაძლებელია გამოძიების დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს. ამგვარი პრაქტიკა არსებობს. აქ, როგორც მინისტრმა გვითხრა, განსაკუთრებული არაფერი არის, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ შს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიქტორ დოლიძემ შს მინისტრს გულისხმიერებისთვის და შეხვედრისთვის მადლობაც გადაუხადა.
“დეტალებზე კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება კვალიფიკაციას, შესაძლებელია გამოძიების დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს. ამგვარი პრაქტიკა არსებობს. აქ განსაკუთრებული არაფერია, როგორც მინისტრმა გვითხრა. რაკი მისი, ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, გახსოვთ თქვენ, როდესაც მუცლის ღრუს გახსნა იყო საჭირო, ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი არგუმენტი გამოძიების პერიოდში, თუკი მოხდა ამის გადაკვალიფიცირება”,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები