გაეროს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდა

ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისის ეზოში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ქვევრი, საქართველოს მთავრობამ გაეროს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა.
უწყების ინფორმაციით, ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გაეროს გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ მიოლერმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობის და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაეროში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის ტრადიცია აქვს“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ქვევრთან განთავსდა და დამთვალიერებელს ძეგლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ასევე მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „ღვინის გზა“ ჩვენება. დამთვალიერებელს ქვევრის ისტორიისა და საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ სამახსოვრო ბროშურები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები