თინათინ ხიდაშელი ადიგენის ინციდენტზე: დაუშვებელია დემოკრატიულ საქართველოში რაიმე ტიპის დაპირისპირება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ადიგენის რაიონში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება.
როგორც მინისტრი აცხადებს, დემოკრატიულ საქართველოში დაუშვებელია რაიმე ტიპის დაპირისპირება, შეზღუდვა ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. მისივე თქმით, ყველა ადამიანი, რომელსაც ექნება აღნიშნული მცდელობა, კანონის უმკაცრესი მეთოდით აგებს პასუხს.
“დაუშვებელია დემოკრატიულ საქართველოში რაიმე ტიპის დაპირისპირება, რაიმე ტიპის შეზღუდვა, რაიმე ტიპის დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით. ყველა ადამიანი, რომელსაც ექნება ამის მცდელობა, კანონის წინაშე კანონის უმკაცრესი მოთხოვნებით აგებს პასუხს. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ, არ ვიცი, სამწუხაროდ, ზუსტად რა მოხდა. ამიტომ გამიჭირდება დეტალური კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს დამოკიდებულება სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის სასაფლაოები გახდა. აჭარიდან გადმოსახლებულ მუსულმანებს სასაფლაოს პრობლემა წლებია, აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები