ავთანდილ იმედაძე: ბუკა პეტრიაშვილის დაკითხვა შესაძლებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ სამართალდამცველებმა “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ბუკა პეტრიაშვილი დაჰკითხონ.
როგორც ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, ბუკა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი ინფორმაციით, გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა პალატაში შესაძლებელია და ის პალატაში დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, გადავა.
“ჩვენი მხრივ შესაძლებელია პეტრიაშვილი სამართალდამცველებმა დაჰკითხონ. დღეს დაკითხვის თაობაზე მომართვა არ ყოფილა.
სამართალდამცავები ჩვენს დასკვნას ელოდებიან, ჩვენ მზად ვართ, გავცეთ დასკვნა, რომ მისი დაკითხვა შესაძლებელია. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოკვლევების შედეგებიდან, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა პალატაში შესაძლებელია. დაიწყო პაციენტის გააქტიურება, რაც ნიშნავს ფეხზე წამოდგომას, პალატაში აქტიურობას. დღის განმავლობაში ის, სავარაუდოდ, გადავა პალატაში”, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები