გაუჩინარებული „ბოინგი“ დაკარგულად გამოცხადდა
მალაიზიამ „ბოინგ 777“ დაკარგულად, ხოლო 239 მგზავრი დაღუპულად გამოაცხადა. მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ყოველგვარი ეჭვის გარეშე აცხადებს, რომ გაუჩინარებულმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში განიცადა და ყველა მგზავრი დაღუპულია. პრემიერ ნაჯიბ რაზაკის თქმით, უფრო დეტალური ინფორმაცია თვითმფრინავის შესახებ სამშაბათს გახდება ცნობილი.
„ბოინგ 777“, რომლის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე კვირის წინ რადარებიდან აფრენიდან 2 საათში სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე გაუჩინარდა.