ვალერი მელაძე და ალბინა ჟანაბაევა მეორე შვილს ელოდებიან

  მომღერალი ვალერი მელაძე და ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილი წევრი ალბინა ჯანაბაევა, რომლებსაც უკვე ერთი შვილი – 10 წლის კოსტია ჰყავთ, უკვე მეორე შვილს ელოდებიან. წყვილმა გადაწყვიტა, ყველას დაუმტკიცოს, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ გართობა არ არის და უკვე დიდი ხანია სერიოზულად ხვდებიან ერთმანეთს. მათ შვილი მაშინ შეეძინათ, როდესაც ვალერი მელაძე ქორწინებაში იმყოფებოდა. უკან დარჩა მძიმე განქორწინება ყოფილ მეუღლესთან – ირინასთან და ვალერიმ ალბინასთან ერთად ბედნიერად ცხოვრება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, ალბინა ჯანაბაევა ხუთი თვის ორსულია და ემზადება, საყვარელ მამაკაცს კიდევ ერთი ბიჭი აჩუქოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები