„თუ „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში დარჩებიან, „ბიჭების სამშობიარო“ გაიხსნება“

პოეტი რეზო ამაშუკელი ერთთვიან დუმილს არღვევს და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. როგორც რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება და ქვეყნის დაღუპვისთვის ემზადებიან. პოეტს მიაჩნია, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის აგორებული.
„ნაცები“ არ გაჩერდებიან! ეგენი საქართველოს დასაღუპად არიან გაჩენილები. თუ ქართველი ერი ერთიანად ფეხზე არ დადგა და ეს მეტასტაზები, ეს არასამთავრობოები, რომლებიც პირწმინდად დასავლეთის სპეცსამსახურების ქსელს წარმოადგენენ, „ქირურგიული ჩარევით“ არ გავანეიტრალეთ, საქართველო დამთავრებული და დაღუპულია. და კიდევ მიშას მომხრე ე.წ. ბომონდი – ეს არის უწიგნური ბოზებისა და წიგნიერი პედერასტების ხროვა. დიახ, ეს არის აქოთებული, გადაგვარებული, ჰორმონალური უკმარისობით ამძუვნებული კახპების, ნაწნავიანი და პომადიანი ბიჭების, ძველი, მიმჭკნარი, ვერცხლს დახარბებული, უკვე მოჩიფჩიფე „ხელოვნებისა“ და ათასი ჯურის გვარგამოცლილი და სულგაყიდული მათხოვრების შლეიფი.
ახლა კოჰაბიტაცია, ანუ პოლიტიკური წაწლობის ახალი ბინძური ფორმა შემოაგდეს, ვითომც არაფერი მომხდარა, ისევ ერთად უნდა ვიყოთ, შევრიგდეთ, მოვრიგდეთ და ერთმანეთს ჩავეხუტოთ, რათა ნაციონალ-ნაცისტებს ნელ-ნელა რეინკარნაციის საშუალება მივცეთ და ძალა თავიდან მოიკრიბონ“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში პოეტი მკითხველს მიმართავს და საზოგადოებას ერთგვარად აფრთხილებს კიდეც.
„არა მგონია, მკითხველისათვის, რომელსაც სამშობლო უყვარს, იმას ახსნა დამჭირდეს, თუ რატომ ვარ ასეთი კატეგორიული, მაგრამ ორი-სამი წინადადებით მაინც ავხსნი ჩემს პოზიციას. თუ „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში დარჩებიან, მაშინ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, „ბიჭების სამშობიარო“ გაიხსნება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ქუჩაში ორსული პომოდიანი ყმაწვილები მომრავლდნენ…“ – ამბობს პოეტი გამოცემასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები