რა გახდა ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარების მიზეზი – რა წერია სკანდალურ დოკუმენტში

გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას დის – თამარ გოგოლაშვილის ბურუსით მოცული გაუჩინარების მიზეზი გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, კუჭავას დას გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სააღსრულებო ფურცელი მიუვიდა, რითაც ირკვევა, რომ თამარ გოგოლაშვილს საკმაოდ სოლიდური იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული, თუმცა მისი დაფარვის გრაფიკი პირველივე ეტაპზე დაარღვია. დოკუმენტით ასევე ირკევა, რომ გოგოლაშვილს იპოთეკით ჰქონდა დატვირთული ჩუღურეთის რაიონში მდებარე ბინა.
როგორც გამოცემა წერს, ყოველთვიურ გადასახადს, 1586 დოლარის ოდენობით, მას ბიძინა კუჭავა აძლევდა, თუმცა თანხა დანიშნულების ადგილზე არ მიდიოდა, შედეგად კი გოგოლაშვილის სახელზე საკმაოდ დიდი დავალიანება დაგროვდა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გოგოლაშვილს საკმაოდ სოლიდური ვალები დაუგროვდა, კუჭავას მიერ მიცემული თანხები კი იპოთეკის დაფარვას არ ხმარდებოდა. ახლა კი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, არსებული ვალების გამო მოკლეს თუ თავადვე გაიქცა თამარ გოგოლაშვილი.
ცნობილია, რომ მისი სახელითა და გვარით საქართველოს საზღვარი არავის გადაულახავს. აღსანიშნავია, რომ პრესა კუჭავას დის გაუჩინარების საქმეში ბიძინა კუჭავას კავშირზე აქტიურად წერდა, თუმცა როგორც „პრაიმტაიმს“ ბიძინა კუჭავას პირველმა მეუღლემ, ფისო კუჭავამ განუცხადა, ბიძინა კუჭავასა და მის დას ერთმანეთი არანორმალურად უყვარდათ.
„ამ გოგოს არანორმალურად უყვარდა თავისი ძმა, როგორც ვიცი, ბიძინაც ანალოგიურად იყო მის მიმართ. დედით იყვნენ ერთნი და ერთად გაიზარდნენ. ვერ გეტყვით, რა მოხდა, კითხვის ნიშანი არის ის, რატომ არ მოიძებნა ეს ადამიანი. ვიცი, რომ თვითონ ბიძინამ შეიტანა განცხადება მისი დის მოსაძებნად“,- აღნიშნა ფისო კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები