ცხინვალში „ქართულ-ოსური“ კონფლიქტისთვის „სამამულო ომის“ სახელის მინიჭებას გეგმავენ
ცხინვალში ტერმინ „ქართულ-ოსური კონფლიქტის“ გადახედვას გეგმავენ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც „სპუტნიკს“ ე.წ. პარლამენტის წევრმა, პეტრე გასიევმა განუცხადა, ტერმინი „ქართულ-ოსური კონფლიქტი“ 1991-1992 და 2008 წლებში მომხდარი ამბების შინაარს არ ასახავს, ამით შეუძლებელია დადგენა, თუ ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – აგრესორი და „ორივე მხარეს თანაბარ პირობებში აყენებს“. ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტი“ 2008 წლის ომისთვის „სამამულო ომის“ ტერმინის მინიჭებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს.